შემოსავლების სამსახური მოვაჭრეებს ხანძრის შედეგად განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს ჩამოაწერს-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თბილისის მერიაში საკოორდინაციო თათბირი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა უწყების თანამშრომლებიც იღებენ. შეხვედრის დაწყებამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ სამინისტრომ გუშინვე მოახდინა აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები პრობლემის გაცნობის მიზნით ადგილზე იმყოფებოდნენ.