ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე,რომ ჩაის ტილოს მრავალჯერად გამოყენებას კვებითი ინტოქსიკაციის გამოწვევა შეუძლია. კვლევისას ერთ თვის განმავლობაში მეცნიერებმა დაახლოებით 100 ჭურჭლის ტილო შეისწავლეს. გაირკვა, რომ ქსოვილზე საკმაოდ დიდი რაოდენობის ბაქტერიები გროვდებოდა. გასაკუთრებით მაშინ, თუ ტილოს ერთდროულად ჭურჭლის, ხელის წმენდისა და ზედაპირის დასუფთავებისთვის იყენებდნენ. შესაბამისად, დიდია რისკი იმისა, რომ ბაქტერიები საკვებშიც მოხვდება.