2019 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავალი შემცირდა.საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს შემოსავლებმა 90 მილიონ 200 ათასი ლარი შეადგინა, რაც 5 მილიონ 500 ათასი ლარით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. 2018 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავალი 95 მილიონ 700 ათასი ლარი იყო.
საქსტატის ცნობით, 90 მილიონ 200 ათასი ლარიდან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 77,7 პროცენტს შეადგენს, ხოლო 22,3 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.
ამასთან, 2019 წლის მონაცემებით, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 52,9 პროცენტი ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 87,3 პროცენტი მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 12,7 პროცენტი - ადგილობრივ გზავნილებზე.
რაც შეეხება საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობას, საქსტატის მონაცემებით 2019 წელს ამ სექტორში მუშაობდა სულ 3 ათას 940 ადამიანი, 2018 წელს კი - 3 ათას 813.