კომერციულ ბანკებს კორონავირუსის ეპიდემიის დროს საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის გაუნახევრდათ. ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, წელს 9 თვეში ამ შემოსავალმა 34 მილიონ 531 ათას 577 ლარი შეადგინა, ეს კი 32 მილიონით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
როგორც კომერციული ბანკების 2020 წლის მესამე კვარტლის ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი - 10 მილიონ 796 ათას 864 ლარი „თიბისი ბანკმა“ მიიღო. ხუთეულში არიან „საქართველოს ბანკი“, „ქართუ ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“ და „კრედო ბანკი“. „ვითიბის“ და „იშ ბანკი საქართველოს“ ამ მუხლით შემოსავალი არ უფიქსირდებათ, „სილქროუდ ბანკი“ კი 88 ათას 846-ლარიან ზარალზე გავიდა.
ცნობისთვის, საქართველოს ბაზარზე საანგარიშო პერიოდში 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.