ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლის, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის და რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობას დააყენებენ. ამ დროისთვის ადვოკატები კონკრეტულ თანხას არ ასახელებენ და აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია უშუალოდ სასამართლო პროცესზე გახდება ცნობილი. თავის მხრივ ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ არსებული მტკიცებულებები გადალახავს წინასასამართლო სტადიას და საქმის არსებით განხილვაზე გიორგი მამალაძის ბრალეულობა დამტკიცდება. პროკურორის თქმით, პროკურატურა ითხოვს პროცესების დახურვას და ამის თაობაზე მყარი მტკიცებულებები და არგუმენტები აქვს.