სარეცხის რეცხვა ბევრი დიასახლისისთვის საყვარელი პროცესია, მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ეს პროცესი ძალიან გამარტივებულია. მანქანიდან გაწკრიალებული თეთრეულის გამოღება და სისუფთავის არომატის შეგრძნება ნებისმიერ დიასახლისს სიამოვნებს, თუმცა ეს არ ეხება ჩაის ტილოებს, აი, მათ რეცხვას ნამდვილად ბევრი გამოცდილი დიასახლისის წყობიდან გამოყვანა შეუძლია. ჩამჯდარი ცხიმისა და ამა თუ იმ ხილისა და ბოსტნეულის წვენის ლაქის ამოყვანა და ტილოების გაქათქათება ადვილი სულაც არ არის. დიასახლისები ხშირად ჩაის ტილოებს ხარშავენ, თუმცა არც ხარშვა იძლევა ასპროცენტიან გარანტიას.
ჩაის ტილოს შეძენისას არჩევანი ნატურალური ბამბის ქსოვილზე შეაჩერეთ, ის ადვილად ირეცხება და მოსახმარადაც ბევრად კომფორტულია. საჭმლის მომზადების დროს ეცადეთ გამოიყენოთ ფერადი ტილო.
ცხიმიანი ხელის გასაწმენდად კი გაოიყენეთ ქაღალდის ხელსახოცი.ტილოები 2 დღეში ერთხელ გამოცვალეთ, რათა ისინი ძალიან არ დაბინძურდეს.