თუ ლოგინის თეთრეულს კვირაში ერთხელ არ გამოვცვლით, საწოლში გამრავლებული მიკროორგანიზმები ჩვენს ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებს. საწოლში ცხოვრების მესამედს ვატარებთ. ლოგინი შეიძლება ძალიან სწრაფად გარდაიქმნას ბაქტერიებითა და სოკოებით მდიდარ „საბადოდ”. საწოლში შექმნილი თბილი და ტენიანი გარემო იდეალურია სოკოს კულტურის გასამრავლებლად. კვლევამ აჩვენა, რომ ბუმბულისა და სინთეზურ ბალიშებში შეიძლება 16 სახეობის სოკო აღმოჩნდეს.გარდა სოკოებისა და ბაქტერიებისა, ჩვენ საწოლს ვიზიარებთ უცხო მიკრობებთან, რომელიც შინაური ცხოველის ბეწვიდან, მტვრიდან, მტვრის ტკიპის ნარჩენებისგან მრავლდება.ყველა ეს ბოლოგიური გამონაყოფი გროვდება კვირის განმავლობაში. თუ არ გამოვცვლით თეთრეულს, შეიძლება განვითარდეს ალერგიული სურდო და ხველა, იმდენად, რამდენადაც მთელ ამ მიკრობებს ვსუნთქავთ. მაშინაც კი, თუ ალერგია არ გვაქვს, ორგანიზმი სასუნთქ გზებში მოხვედრილ უცხო აგენტზე იწყებს მოქმედებას.