საფინანსო სექტორის სატელევიზიო სარეკლამო ხარჯებთან დაკავშირებით კვლევითმა ორგანიზაცია „აი ფი ემმა“ ანგარიში გამოაქვეყნა. სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვით ირკვევა, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიით საფინანსო ორგანიზაციის ნაწილმა, რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით, სულ 6 მილიონ 179 ათას 890 ლარი დახარჯა.
ყველაზე მეტი ინვესტიცია სატელევიზიო რეკლამაში „საქართველოს ბანკმა“ განახორციელა, რომლის დანახარჯი მოცემულ პერიოდში შეადგენს - მილიონ 802 ათას 953 ლარს. მას მოსდევს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო - მილიონ 713 ათას 187 ლარით; მე-3 ადგილს იკავებს „თიბისი ბანკი“, რომლის დანახარჯმაც აპრილი-ივნისის პერიოდში მილიონ 593 ათას 376 ლარი შეადგინა.