საქართველოში საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციებისას დახარჯული თანხის მოცულობა შემცირდა. თუ 2019 წლის აპრილში მოსახლეობამ ბარათებით 2 მილიარდ 54 მილიონი ლარი დახარჯეს, წელს აპრილში, ლოქდაუნის ფონზე დანახარჯმა მილიარდ 743 მილიონი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, POS ტერმინალების მეშვეობით, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში განხორციელებული გადახდებმა აპრილში 675 მილიონი ლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 10%-ით არის გაზრდილი, კერძოდ, 2019 წლის აპრილში მოსახლეობამ 609 მილიონი ლარი დახარჯა.
რაც შეეხება ინტერნეტით განხორციელებულ გადახდებს, აქ მოცულობა წლიურ ჭრილში შემცირებულია. 2020 წლის აპრილში ინტერნეტის მეშვეობით საბანკო ბარათებით განხორციელდა 250 მილიონი ლარის საგადახდო ოპერაციები, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 305 მილიონი ლარის.
მიმდინარე წლის განმავლობაში კი ქართული საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების ჯამურმა მოცულობამ 9 მილიარდ 80 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 9,7%-ით ნაკლებია, შარშან 6 თვეში ბარათებით მთლიანად 8 მილიარდ 274 მილიონი ლარის ოპერაციები განხორციელდა.