2019 წლის მე-2 კვარტალში უცხოელი ვიზიტორების მიერ გაწეულმა ხარჯებმა 2 მილიარდ 400 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.6 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდში ვიზიტზე საშუალო ხარჯი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.3 პროცენტით გაიზარდა და 1 261 ლარს გაუტოლდა.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, უცხოელმა ვიზიტორებმა განთავსებაზე საშუალოდ 312 ლარი დახარჯა, საკვებსა და სასმელზე - 308 ლარი; გართობაზე - 295 ლარი, საყიდლები - 234 ლარი, ხოლო ადგილობრივ ტრანსპორტზე 86 ლარი დახარჯეს.
2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 2 მილიონ 200 ათასი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.4 პროცენტით მეტია.