ინდაურის ხორცის ჭამა ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. უმჯობესია, თუ პატარას პირველად ინდაურის გემოს გაასინჯებთ და ასე მიაჩვევთ ხორცის ჭამას. ინდაურის ხორცი სასარგებლოა მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის სისტემა აწუხებს და პატარა ბავშვებისთვისაც. ინდაური მდიდარია მიკროელემენტებით: კალციუმით, რკინით და კალიუმითა. მდიდარია ა და ე ვიტამინით, მასში ქოლესტერინი უმნიშვნელო რაოდენობაა. ადამიანის ორგანიზმი ინდაურის ცილას უფრო ადვილად ითვისებს, ვიდრე სხვა ხორცისას. ინდაურის ხორცი ისევე მდიდარია ფოსფორით, როგორც თევზი. ხორცში არის ფოლიუმის მჟავაც. თუ ინდაურის ხორცს მწვანე სალათის ფურცლებთან, ისპანახთან ან სხვადასხვა მწვანილთან ერთად შეჭამთ, ფოლიუმის მჟავის დამატებით მიღება აღარ მოგიწევთ.