ბევრი მშობლის სანუკვარი ოცნებაა, აჭამოს ბავშვს ბევრი საკვები ნებიმიერი ფასად. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბავშვს არ შია...
კვება არ არის პრიორიტეტი. როცა უფროსები ცდილობენ, ნებისმიერი მეთოდით გამოკვებონ პატარა, დასდევენ თეფშით მთელ სახლში, ირღვევა კვების კულტურა და ჯანმრთელობა. ამ დროს ბავშვი ვერ შეიგრძნობს საკვების გემოს, რაც ართულებს საკვების შეთვისებასა და გადამუშავებას. თუ ბავშვი გამუდმებით ასე იკვებება, მომავალში მას ექნება პრობლემები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ.
სწორი გადამუშავებისათვის საჭიროა მადა, ანუ, როდესაც ორგანიზმი მოსთხოვს, მაშინ თვითონ მოგთხოვთ საკვებს.
ფიზიკური ზრდისა და გონებრივი განვითარებისთვის ბავშვს სწორი კვება ესაჭიროება. კალორიულობა ჯანსაღს არ ნიშნავს. საკვებმა ბავშვი არ უნდა მოთენთოს, არამედ პირიქით - ენერგია და ძალა უნდა შემატოს.
ყველა პროდუქტი სასარგებლო არ არის - ლიმონათის, ნამცხვარის და კანფეტის ჭამის შემდეგ სწრაფად გვემატება ენერგია, მაგრამ ასევე სწრაფად ქვეითდება. იგივე ემართება პატარას. ცოტა ხანი ენერგიულია, მერე კი გაღიზიანებული. დაკვირვებული მშობელი შეამჩნევდა, რომ ასეთი ქცევა ბავშვს ხშირად დაბადების დღეზე აღენიშნება. იმუნიტეტი ვარდება - დღესასწაულის შემდეგ ბავშვი სწრაფად ცივდება. გაამდიდრეთ თქვენი შვილის რაციონი ვიტამინებით, მინერალებითა და უჯრედისით. ასეთია - ვაშლი, ბანანი, ფორთოხალი, კომბოსტო, სტაფილო და გოგრა
რაციონი გამდიდრებული უნდა იყოს მარცვლეულის ფაფებით. თუ თქვენი შვილი გამხდარია, ფაფა დღეში ორჯერ აჭამეთ. ბრინჯი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი შეიცავს ცილას, რთულ ნახშირწყლებს, უამრავ ვიტამინსა და მიკროელემენტს.
ყველი ბავშვის ორგანიზმისთვის რთული პროდუქტია. მიეცით ცოტ-ცოტა. უმჯობესია, რბილი და უმარილო ყველი აჭამოთ, ნურც ხაჭოს მისცემთ გადამეტებულად. საკმაოდ მძიმე პროდუქტია და დღეში 50 გრამი სავსებით საკმარისია.
ხორცი საკმაოდ მძიმე საკვებია, ამიტომ, კვირაში სამჯერ მეტად ნუ აჭმევთ.
თევზი მდიდარია ცილით, ცხიმოვანი მჟავებით, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. თევზი კვირაში ორჯერ აჭამეთ. კვირაში ორჯერ შეგიძლიათ აჭამოთ ქათმის, ან მწყერის კვერცხიც. ეს უკანასკნელი ქათმის კვერცხზე გაცილებით სასარგებლოა.
თუ ბავშვი გამუდმებით ტოვებს თეფშზე საჭმელს, მაშინ მიეცით ერთი ულუფით ნაკლები. თუ იპოვით ოქროს შუალედს, შეგიძლიათ გაზარდოთ საკვების რაოდენობა.
სასარგებლოა იცოდეთ:
• ძროხის რძე ხშირად იწვევს ალერგიას. მისი შემადგენლობა ოპტიმალური ხბოსთვის არის და არა პატარასთვის. მასში შემავალი ცილა კაზეინი რთული გადასამუშავებელია და შესაძლოა, ბავშვს დისკომფორტი შეუქმნას. მაწონი კი სასარგებლოა, უფრო მეტიც – აუცილებელია. • ახალი საკვებიც იწვევს აირების დაგროვებას, ამიტომ ნებისმიერი ახალი პროდუქტი ბავშვს მცირე რაოდენობით უნდა მისცეთ და შეაჩვიოთ.• გაითვალისწინეთ, ბავშვის არჩევანი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაზეც თითით მიგანიშნებთ, ყველაფერი აჭამოთ. მაგრამ თუ ბავშვი კატეგორიულ უარს ამბობს, არ ღირს დაძალება. • მარილი რაციონში უნდა იყოს მცირე რაოდენობით, იგივე ეხება ტკბილს. მინიმალური რაოდენობით იხმარეთ შაქარი. ხოლო თუ პატარაობიდანვე მიაჩვევთ, უშაქროდ მიირთვას კომპოტი და ფაფები, ძალიან კარგი იქნება.• მოერიდეთ ნახევარფაბრიკატებს• დაეხმარეთ პატარას შეისწავლოს ახალი პროდუქტების გემო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გემოვნების რეცეპტორები ასტიმულირებს ნერვული სისტემის განვითარებას.• არ დაუდოთ თეფშზე ბევრი საკვები. ჯობს მოითხოვოს დამატება, ვიდრე დატოვოს საჭმელი.