01:10
3 ივნისი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
რა უნდა იცოდეთ, როცა ახალშობილის ოთახს აწყობთ - ავეჯის კუთხეები მომრგვალებული უნდა იყოს...
01-03-2019

ბავშვის მოლოდინი ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე ამაღელვებელი და სასიამოვნო მომენტია. არ არის გასაკვირი, რომ მშობლები იმაზეც ფიქრობენ, როგორ მოუწყონ სანატრელ შვილს ოთახი, რომელიც უნდა იყოს ძალიან ლამაზი, კომფორტული და რაც მთავარია, მოსახერხებელი. ახალშობილის საწოლი პირველ რიგში უსაფრთხო უნდა იყოს, მისთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა ვიზუალურ მხარეს.

საბავშვო ავეჯი აუცილებლად ნატურალური მასალისგან უნდა იყოს დამზადებული. ავეჯის კუთხეები მომრგვალებული უნდა იყოს, ბავშვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ბავშვის ოთახი აუცილებლად ნათელი, მშრალი და თბილი უნდა იყოს. თუ იატაკზე ხალიჩის დაგებას აპირებთ, ეცადეთ ისიც ნატურალური მასალის შეარჩიოთ, ანტიალერგიული. ხელოვნური მასალის გამოყენებას არ გირჩევთ, ის ბევრ მტვერს აგროვებს, რაც შესაძლოა ალერგიის გამომწვევი აღმოჩნდეს. გაითვალისწინეთ ის გარემოებაც, რომ იატაკი არ უნდა იყოს ძალიან სრიალა. ეცადეთ, რომ ბავშვის საწოლი ფანჯრისგან მოშორებით მოათავსოთ, რათა თავი აარიდოთ ორპირს. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები ძალიან მალე იზრდებიან, უპირატესობა მიანიჭეთ ავეჯს, რომელსაც ექნება ტრანსფორმაციის საშუალება. მაგალითად, შეარჩიეთ ახალშობილის ისეთი საწოლი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თავისუფლად გადაკეთდება მოზრდილი ბავშვის საწოლად. ასევე - ისეთი მაგიდა და სკამები, რომლის სიმაღლის დარეგულირებაც შესაძლებელი იქნება.ბავშვის ტანსაცმლის შესანახად თავდაპირველად ერთი კომოდი სრულიად საკმარისია. საბავშვო სათამაშოები კი ნამდვილად ბევრ ადგილს მოითხოვს. მათი რაოდენობა ხომ დღითი დღე იზრდება. საამისოდ სპეციალური შესანახი სისტემის მოწყობას გირჩევთ. ამ სისტემას თავისი დადებითი მხარეც აქვს, თქვენ შეგიძლიათ თავიდანვე მიაჩვიოთ თქვენი შვილი საკუთარი ნივთების მოწესრიგებასა და დაბინავებას. ნუ მისცემთ ბავშვს ყველა სათამაშოს ერთდროულად, ეტაპობრივად დაურიგეთ. ბავშვის ოთახის არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილია ტექსტილი, რომელიც ასევე ნატურალური მასალისგან უნდა იყოს დამზადებული და ადვილად უნდა ირეცხებოდეს. ნუ გადატვირთავთ ოთახს ბევრი პუფითა და სხვა ნივთებით, ის ბევრ მტვერს აგროვებს, ბავშვს კი უპირველესად სუფთა ჰაერი სჭირდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები