რეპროდუქტოლოგია მედიცინის სწრაფად და მუდმივად განვითარებადი დარგია. რა უნდა იცოდნენ უშვილო წყვილებმა?
ერთი წელი არის პერიოდი, როცა ორსულობა უნდა დადგეს. თუ ქალის ასაკი 35 წელზე ზემოთ არის, არ უნდა დაელოდოს ერთ წელს და გათხოვებიდან 3-6 თვეში მინიმალური კვლევები ჩაიტაროს. აუცილებლად რეპროდუქტოლოგთან და აუცილებლად ამ დარგის მაღალი კვალიფიკაციის კლინიკაში, რაც მეტად მნიშვნელოვანია, თუ გვინდა რომ პაციენტმა სწორი გზით იაროს.