ფრჩხილის ჩაბრუნების ძირითადი მიზეზი ხშირად არის არასწორი დამუშავებული ფრჩხილი, თუნდაც სილამაზის სალონში. ტრამვა ფრჩხილის სხვადასხვა დერმატოლოგიური დაავადების გამომწვევი შეიძლება იყოს. ჩაბრუნებული ფრჩხილის დროს, ადამიანს ყველაზე მეტად ტკივილი აწუხებს, რომელიც სიარულის დროს გაუსაძლისი ხდება.
ასევე, ზაფხულში აქტიურდება ფრჩხილის სოკოვანი დაავადება, ტერფის კანის სიმშრალე, ფრჩხილის ტრავმული დაზიანება, ვირუსული პაპოლომები, კოჟრი (იგივე მაზოლი), მეჭეჭი, ჰიპერკერატოზი, გაუხეშებული, გასქელებული კანი და დიაბეტური ტერფი.
მხოლოდ პროფესიონალი მოგვიგვარებს პრობლემას უმტკივნეულოდ და ეფექტურად. ჩვენი ფეხების სილამაზეზე ზრუნვა მათი სწროად მოვლიდან იწყება. ასე რომ, ვიყოთ ყურადღებით და პირველივე სიმპტომის გაჩენის დროს მივმართოთ ექიმ პოდოლოგს.