კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობით, ჩაკეტილ და მტვრიან გარემოში ყოფნით ადამიანებს თვალის სიმშრალე უვითარდებათ, რომელიც დღეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. სპეციალისტები მას "მშრალი თვალის სინდრომს" უწოდებენ.
მშრალი თვალის სინდრომი ეს არის ქრონიკული პროცესი, რომელიც გამოწვეულია თვალის ზედაპირის ცრემლით არასაკმარისი დატენიანებით. იგი ოფთალმოლოგთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.
მშრალი თვალის სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:• თვალში წვის, სიმშრალისა და უცხო სხეულის შეგრძნება• ქავილი• ტკივილი• ჩაწითლებული თვალები• მხედველობის დაბინდვა