ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ წყლის განაწილებასა და ელექტროენერგიის გადაცემა- დისპეჩერიზაციაზე სატარიფო მეთოდოლოგია დაადგინა. სწორედ ამ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით გადაიხედება ის ტარიფი, რომლის გადახდაც მომხმარებელს მოუწევს. ამ მეთოდოლოგიას 3 წელიწადში ერთხელ გადახედავენ. როგორც მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, ტარიფის გადახედვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება. სემეკის დადგენილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა, თუმცა ამ მეთოდოლოგიით გაანგარიშებული ახალი ტარიფი 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება.