რა ვიდეოს ავრცელებს მგზავრი, რომელიც თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმას შეესწრო - კადრებში ორივე მხარის რეპლიკები ისმის - Palitra News

რა ვიდეოს ავრცელებს მგზავრი, რომელიც თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმას შეესწრო - კადრებში ორივე მხარის რეპლიკები ისმის

2018-12-01 18:31:48+04:00

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო, რის შედეგადაც ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება.

იხილეთ:

სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის მომენტი ჩანს - როგორ უმკლავდება ცოლ-ქმარი მამაკაცებს?

"მეორე უკნიდან მიეპარა, დიდი ხანია მსგავსი არაფერი მინახავს, ეს იყო ბანდა" - რას ჰყვება თაკო ჩარკვიანი ქუთაისის აეროპორტში მომხდარ თავდასხმაზე

თაკო ჩარკვიანისა და მისი მეუღლის თავდასხმაში ბრალდებულის დაკავების კადრები ქუთაისიდან