ბათუმში შტორმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლის დასუფთავება დილის 06:00 საათზე დაიწყო. მიმდინარეობს ნაგვის გატანა, ბათუმის მერიის ინფორმაციით, პარალელურად, ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხი იწმინდება.
ბათუმში წუხელ 5-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა, რის შედეგადაც ზღვამ სანაპიროზე ნაგავი და ქვა-ღორღი გამორიყა. ხიმშიაშვილის ქუჩისა და ახალი ბულვარის გასწვრივ სანაპირო მთლიანად დანაგვიანდა.