კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი დაზარალდა. განსაკუთრებით ეს მცირე და საშუალო ბიზნესზე აისახა, განსაკუთრებით კი მომსახურების სექტორზე - კვება, ტურიზმი და სხვ.
როგორც საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის ანგარიშშია აღნიშნული, მომდევნო სამ თვეში ყოველი მეხუთე კომპანია ემზადება სამუშაოს მთლიანად შესაწყვეტად. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წლის პანდემიის გამო გლობალური ეკონომიკის ზარალმა შესაძლოა, 6-9 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს. ეს კი გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6.4-9.7% -ს შეადგენს.
მსოფლიოში სამი უმსხვილესი ეკონომიკის - შეერთებულ შტატებში, ევროკავშირსა და ჩინეთში წარმოება-მიწოდების ჯაჭვების ჩაშლის გამო, გლობალურმა ეკონომიკამ COVID-19 პანდემიის დროს მინიმუმ 126 მილიარდი დოლარი დაკარგა.