არსებული მონაცემების თანახმად, ჩიფსები და ტკბილი გაზიანი სასმელები მავნე პროდუქტების ჩამონათვალში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. ჩიფსები სხვა არაფერია, თუ არა ნახშირწყლებისა და ცხიმების ნაზავი, რომელსაც უხვად აქვს დამატებული მარილი, საღებავი და არომატიზატორები.განსაკუთრებით მავნეა ჩიფსები, რომლებიც არა კარტოფილისგან, არამედ მისი ფქვილისგან არის დამზადებული. მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილი სასარგებლო პროდუქტია, ჩიფსების მომზადებისას, ტექნოლოგიური პროცესის განმავლობაში, ის კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას. ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველობის გამო ჩიფსები მეტისმეტად კალორიულია - 100 გრამი 510 კილოკალორიას შეიცავს, რაც ბავშვის დღიური ნორმის თითქმის ნახევარია. ამიტომაც მიიჩნევა ჩიფსები გასუქების რისკფაქტორად. ჩიფსები ძალიან მარილიანია, ჭარბი მარილი კი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოშლას. შესაძლოა, შეშუპებისა და გულის მუშაობის დარღვევის მიზეზადაც იქცეს. საღებავები და არომატიზატორები, რომელთა წყალობითაც ჩიფსები იღებს ლორის, არაჟნის, ყველის გემოს, პოტენციური ალერგენებია. ჯანმრთელობისთვის საშიშია ჩიფსებში არსებული ცხიმიც - მას კანცენოგენული თვისებები აქვს . ჩიფსები მიჩვევას იწვევს. ალბათ ამიტომ არის, რომ ერთხელ გასინჯვის შემდეგ პატარები გამუდმებით ითხოვენ ამ სასუსნავს.