რაჭაში სამ ლოკაციაზე საბაგირო მაგისტრალები მოეწყო, რომლითაც შესაძლებელია სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნების მიწოდება. კერძოდ საბაგირო მაგისტრალები მოეწყო ხიდეშლები-მაჟიეთის, ჯინჭვისი-გომის ა ჟამიერეთის მონაკვეთებზე.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მობილიზებულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.
საბაგირო მაგისტრალების მოწყობაში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე სამაშველო დრონები, რომლითაც ხდება მიუვალ ადგილას მაგისტრალის გადამართად აუცილებელი აღჭურვილობის მიტანა