რაჭაში სტიქიისგან ჩამოშლილ მონაკვეთებზე დროებითი გზების მოწყობის სამუშაოები გრძელდება. პარალელურად, მიმდინარეობს გზის და მდინარის კალაპოტის აღდგენითი სამუშაოები.
შვიდ სოფელთან მიმოსვლა აღდგენილია, სამანქანო გზის გარეშეა დარჩენილი კიდევ 5 დასახლება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ რაჭაში გამოიდარებს და სოფლებთან დაკავშირება ვერტმფრენებითაც შესაძლებელი იქნება.
ზარალი, რომელიც სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტს მიაყენა 50 მილიონს აღემატება. აქედან, მარტო 30 მილიონი რეგიონის გზების შეკეთებას დასჭირდება. ცენტრალური მაგისტრალი, ფაქტობრივად, განადგურებულია.