გელა აფრასიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" საფრანგეთის უმაღლესი სარაგბო ლიგის, ტოპ 14-ის ფინალში ლევან ჩილაჩავას "კასტრი" 29:10 დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. "მონპელიეს" ტოპ 14-ის ფინალი ორჯერ ქონდა ნათამაშები – 2011 და 2018 წლებში, თუმცა წინა ორივე შემთხვევაში მარცხი განიცადა, ახლა კი სანუკვარი ჯილდო პირველად მოიპოვა. მონპელიემ გადამწყვეტი უპირატესობა შეხვედრის დასაწყისშივე მოიპოვა და კასტრისთვის შანსი მატჩის ბოლომდე აღარ მიუცია. ჩემპიონის რიგებში აფრასიძემ შეცვლაზე 58-ე წუთიდან ითამაშა. მიხეილ ნარიაშვილმა შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო. რაც შეეხება ლევან ჩილაჩავას ის "კასტრის" რიგებში შეცვლაზე, 52-ე წუთზე შევიდა.