რაიან რეინოლდსს ახალ ფილმებში მონაწილეობას დროებით აღარ მიიღებს. ამის შესახებ მსახიობმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომელშიც გულშემატკივრებს ბოლო ფილმის — Spirited -ის გადაღებების დასრულების შესახებ აცნობა.
რაიანმა ფილმის გადაღებაში ჩართულ ადამიანებს მადლობა გადაუხადა და შვებულებაში გასვლაც დაანონსა:
"Spirited-ის გადაღება დავასრულეთ. მეეჭვება, თუნდაც 3 წლის წინ ვყოფილიყავი მზად, რომ ასეთი რთული ფილმის გადაღებას დავთანხმებოდი...ფილმებზე მუშაობისგან შემოქმედებითი შვებულების ასაღებად იდეალური დროა", — წერს რაიან რეინოლდსი.
მხოლოდ წელს რაიანის მონაწილეობით ორი ფილმი — The Hitman's Wife's Bodyguard და Free Guy გამოვიდა, მალე კი Red Notice-საც ვიხილავთ.