მასობრივი ინტოქსიკაცია სადახლოში - ქორწილში 150 ადამიანი მოიწამლა. მათ შორის არიან ბავშვებიც. ყველა მათგანი წუხელ გვიან ღამით, მარნეულის რაიონულ საავადმყოფოებში მოათავსეს. ექიმების თქმით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მათი ნაწილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა მარნეულის საავადმყოფოდან რუსთავსა და თბილისში გადმოიყვანეს. მარნეულში მომხდარი მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი, სავარაუდოდ, საკვები ან სასმელი გახდა. მომხდარზე ძიება მიმდინარეობს.