23:54
3 ივნისი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
რამდენ ხანს შეიძლება ეკეთოს ბავშვს საფენი? - აუცილებელი ინფორმაცია მისი შემადგენლობისა და მოხმარების შესახებ
04-12-2018

დღეს ბავშვის გაზრდა საფენის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ერთჯერადი საფენების წყალობითაა, რომ დედებს ღამეების თენება და დღე და ღამ რეცხვა-უთოობა არ უწევთ. საბავშვო საფენებმა დედა დიდი შრომისგან გაათავისუფლა, თუმცა კომფორტს თავისი ნაკლოვანებებიც ახლავს. ბოლო დროს ხშირად გამოთქვამენ საფენების მიმართ უნდობლობას. მის მავნებლობაზე განსაკუთრებით ბიჭების დედები წუხან. სამაგიეროდ ზუსტი მონაცემები არსებობს, თუ რა შემადგენლობისაა საფენები და რა ნივთიერებებთან უწევს მუდმივი შეხება თქვენს პატარას.

ცნობილია, რომ ერთი ცალი საფენის ბოლო ფენის დასამზადებლად  საჭიროა დაახლოებით ერთი ჭიქა ნავთობი. მომდევნო ფენა ქლორით დამუშავებული ცელულოზაა, რომელშიც სუპერმშთანთქმელი ფხვნილია მოთავსებული. როგორც ჩანს ზედმეტი  ფორმულების გარეშეც ცხადია, რომ პამპერსის შიგთავსი ბევრ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. თუმცა ვერც ერთი დედა საფენზე უარს ვერ იტყვის. ეცადეთ დღის გარკვეული მონაკვეთი ბავშვმა  საფენის გარეშე ან მრავალჯერად საფენში გაატაროს. როცა ამის შესაძლებლობაა, ატარეთ ბავშვი უსაფენოდ. განსაკუთრებით ზაფხულში.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები