უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის უმჯობესია ზურგჩანთა. ის უფრო მოხერხებულია, ვიდრე ხელჩანთა ან ცალ მხარზე გადასაკიდი ჩანთა. ასეთი ჩანთების ტარებისას სიმძიმე სხეულის ცალ მხარეს გადადის, რაც ძვლების დეფორმაციას იწვევს, ზიანს აყენებს ხერხემალს, სხეული მალე იღლება და პატარა მოსწავლის თვითშეგრძნება უარესდება. ზურგჩანთის კონსტრუქცია კი საშუალებას იძლევა, დაწოლა თანაბრად განაწილდეს ზურგსა და მხრებზე. კარგია, როცა ზურგჩანთას აქვს ორთოპედიული ზურგი, რომელიც იმეორებს ხერხემლის ხაზს. სასურველია, ჩადგმული ჰქონდეს ბადისებრი ქსოვილის ჩანართი -რათა ზურგი არ გაოფლიანდეს, ასევე - სინათლის ამრეკლავი ელემენტები -უსაფრთხოებისთვი), ფართო ღვედები.
ზურგჩანთის წონა არ უნდა აღემატებოდეს 2 კილოგრამს. უმცროსკლასელთათვის მაქსიმალური დასაშვები წონა სახელმძღვანელოებთან ერთად 1 კგ500 გრამია. ასევე, სასურველია ჩანთას ჰქონდეს რეზინის ან პლასტიკატის სახელური, რომელიც საიმედოა და რომლის გარეცხვაც შესაძლებელია, მაგარი და მოხერხებული შესაკრავები, რომელთა გამოყენებაც ბავშვს სირთულეებს არ შეუქმნის.