გასულ წელს, საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 2 მილიონზე მეტ სტუმარს მოემსახურა, რაც 37%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. სტუმართა 65.8% საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, 34.2% კი - საქართველოდან იყო. რაც შეეხება სტუმრობის მიზანს, საქსტატის ცნობით, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს სტუმართა დიდი ნაწილი, 74.6% რეკრეაციისა და დასვენების მიზნით სტუმრობდა. საქმიანი და პროფესიული მიზნით - 16%, მკურნალობის მიზნით - 1.6%, ხოლო დარჩენილი 7.8% სხვა მიზნებზე მოდის.