გამოცემა CEO World-მა 2020 წელს საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემამ კვლევის ჩატარებისას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები ერთმანეთს შეადარა.
მათ კვლევისას ძირითადად 5 მთავარი ინდიკატორი გამოიყენეს. ესენია: ცხოვრების ხარჯები, საცხოვრებლის გადასახადი, ყოველდღიურად აუცილებელი საკვების ფასები, რესტორნების ფასები და ადგილობრივი ვალუტის მსყიდველობითი უნარი.
შედეგების მიხედვით გამოვლინდა, რომ 2020 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქვეყანა საცხოვრებლად შვეიცარიაა, ყველაზე იაფი კი პაკისტანი. აღსანიშნავია, რომ კვლევა სულ მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჩატარდა. რაც შეეხება საქართველოს, ის რეიტინგში 123-ე ადგილს იკავებს.
მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქვეყნების ათეულში კი ხვდებიან: შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია, იაპონია, დანია, ბაჰამის კუნძულები, ლუქსემბურგი, ისრაელი, სინგაპური და სამხრეთ კორეა.