მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ექსპერტთა უმრავლესობა სკეპტიკურად შეხვდა, უფრო კონკრეტულად მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გეგმა იყო უფრო მეტად სოციალურ დახმარებებზე ორიენტირებული, ვიდრე ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანაზე.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპერტები სეკპტიკურად არიან განწყობილები სოციალური დახმარებების მიმართულებითაც, მათი აზრით უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის თვეში 200 ლარით დახმარების გაწევა არაფრის მომცემია და ისინი ისევ მძიმე ვითარებაში რჩებიან. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა თუ რატომ განაწილდა მათთვის დახმარებები 6 თვეზე, როცა უშუალოდ ანტიკრიზისული გეგმა სამ თვეს მოიცავს.
ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ მთავრობის მიერ ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა ბუნდოვანია და ბევრ კითხვის ნიშნას აჩენს. მათი თქმით, ბიზნესის დასახმარებლად გამოყოფილი 500 მილიონი ლარი არასაკმარისია და მისი გაზრდა აუცილებელია. ეკონომისტი ქეთევან კრიალაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშნველოვანია ბიზნესს მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ეკონომიკური საქმიანობის წარმოებაში, რათა ქვეყანამ არსებული ეკონომიკური კრიზისი დაძლიოს.