დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ნაღდი ფულის დეზინფექციისთვის სადეზინფექციო ხსნარებისა და ცხელი უთოს გამოყენება ეფექტური იქნება. როგორც იმნაძე ამბობს, ეროვნული ბანკი და ბანკები დეზინფექციას დიდი ხანია აკეთებენ, თუმცა ხელიდან ხელში გადასულ ფულს შესაძლოა ჩაუტარდეს დეზინფექცია სხვადასხვა მეთოდებით.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კიდევ ერთხელ ურჩევს მოსახლეობას თავი აარიდონ მაქსიმალურად ნაღდ ანგარიშსწორებას.