50-წევრიან თბილისის საკრებულოს ჯამში 35 მანქანა ემსახურება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, 31 ავტომობილი საკრებულოს წევრ დეპუტატებს პერსონალურად ემსახურება, ხოლო დანარჩენი ოთხი საერთო დანიშნულებით გამოიყენება. რაც შეეხება ავტომობილების განკარგვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ხარჯებს, 2016 წელს საკრებულომ საწვავის მოხმარებაზე 193 988 ლარი დახარჯა. ასევე, საკრებულოში ჯამში 35 მძღოლია დასაქმებული, რომელთა ხელფასი ყოველთვიურად 1000 ლარს შეადგენს.