მსოფლიო მილიარდერები 2020 წელს ჯამურად ტრილიონ 900 მილიარდი დოლარით გამდიდრდნენ. აღნიშნულის შესახებ მონაცემებს გამოცემა Forbes-ი ავრცელებს.
როგორც ჟურნალი წერს, 2020 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით, მილიარდერების ჯამური ქონება 11 ტრილიონ 400 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს მონაცემი კი 20%-ით აღემატება შარშანდელს, როცა მათი კაპიტალი 9 ტრილიონ 500 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
გამოცემის დათვლებით ყველაზე მეტით წელს ჩინელი მილიარდერები გამდირდნენ. 2020 წელს მათი ფინანსური მდგომარეობა 750 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 2 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
მეორე ადგილზეა უმდიდრესი ამერიკელები. მათი ქონება 2020 წელს 650 მილიარდი დოლარით გაიზარდა და კაპიტალის მოცულობამ 2 ტრილიონი შეადგინა. მესამე პოზიციაზე კი ქონების ჯამურად ზრდის მაჩვენებლით ფრანგი მილიარდერები იყვნენ. მათი კაპიტალი ბოლო ერთ წელიწადში 95 მილიარდით არის გაზრდილი და შეადგენს 500 მილიარდ დოლარს.