მაისში ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმმა 153 ლარი და 50 თეთრი შეადგინა, ექვსსულიანი და მეტწევრიანი ოჯახის საარესებო მინიმუმი კი 408 ლარი და 20 თეთრით განისაზღვრა. საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეს შრომისუნარიან მამაკაცს არსებობისთვის 173 ლარი და 20 თეთრი სჭირდებოდა. ბოლო 1 თვეში ზრდამ 2 ლარი და 40 თეთრი შეადგინა, წლის დასაწყისიდან კი, საარსებო მინიმუმი 4%-ით - ლარითა და 90 თეთრი გაიზარდა."საქსტატი" საარსებო მინიმუმს სამომხმარებლო კალათით ითვლის, სადაც სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია, არასასურსათო ხარჯების კი 30 პროცენტი.