2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, მონაცემები გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 59%-ით აღემატება. მათივე განმარტებით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 70,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.