საქართველოში ნაყინის იმპორტი გაიზარდა. 2016 წელს საქართველოში 737 ტონა ნაყინი შემოვიდა, რაც 158 ტონით მეტია 2015 წლის მონაცემებზე. იმპორტირებული ნაყინის ღირებულებამ ჯამში გასულ წელს 2 მილიონი ლარი შეადგინა. ნაყინის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი საქართველოში უკრაინაა, რომელსაც თურქეთი და სომხეთი მოსდევს. შედარებით მსხვილი იმპორტი განხორციელდა ასევე რუსეთიდან, საფრანგეთიდან და ირანიდან. აღსანიშნავია, რომ ირანული მედიის ცნობით, საქართველო ირანისთვის ნაყინის საექსპორტო ბაზრების ხუთეულშია.