სიგარეტის მოხმარების ხარჯები გლობალურ ეკონომიკას წელიწადში 1 ტრილიონ დოლარზე მეტი უჯდება, 2030 წლისთვის კი თამბაქოს მოწევით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთი მესამედით გაიზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და აშშ-ის კიბოს ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, აღნიშნული ხარჯები აღემატება თამბაქოს გადასახადიდან შემოსულ გლობალურ შემოსავალს. ანგარიშის მიხედვით, სიგარეტის მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის რაოდენობა 2030 წლისთვის წელიწადში 6 მილიონიდან 8 მილიონამდე გაიზრდება. აქედან სიკვდილიანობის 80% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის.