20:34
4 აგვისტო, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რამდენიმე კილომეტრიანი საცობი მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე
19-01-2018

გუდაურის მიმართულებით გზის ჩაკეტვის გამო, მლეთაში ათეულობით მანქანა გადაადგილებას ვერ ახერხებს, რის გამოც რამდენიმე კილომეტრიანი საცობია შექმნილი. გადაადგილებას ვერ ახერხებენ, როგორც დამსვენებლები, ასევე ტრანზიტული სატვირთო ავტომობილები.

საავტომობილო მოძრაობის შეფერხების მიზეზი მლეთასთან ჩამოწოლილი ზვავი და ბოლო ორი დღის განმავლობაში მოსული უხვი ნალექი გახდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, თუ გაწმენდითი სამუშაოების პროცესში რაიმე ხელისშემშლელი არ აღმოჩნდა, გუდაურისკენ მიმავალი გზა დღის განმავლობაში გაიხსნება.

გუდაურიდან ლარსის მიმართულებით საავტომობილო გზაზე კი გარემოს ეროვნულ სააგენტოს ზვავსაშიშროება აქვს გამოცხადებული. იქამდე, სანამ ზვავსაშიშროება არ მოიხსნება, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებული იქნება.

AutoPlay
შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ს ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" იურისტი დირექტორისთვის და ექიმისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
"ვისურვებდი, რომ მე დამმართნოდა ეს" - ბუსა ჟვანიას დედა თოფაძეებს ბოდიშს უხდის
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ბუსა ჟვანიას პატიმრობა შეეფარდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
მინდა, თოფაძეების ოჯახს ბოდიში მოვუხადო - რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, თუმცა არ მგონია, რომ ასეთს - ნინო ქადაგიძე
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0729 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები