ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.
პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნებოძირში გიორგი ცხოვრებაძის საკუთრებაში და ვახტანგ ცხოვრებაძის, გიორგი, ირმა და ლაშა ცხოვრებაძეების თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებს.
დასახელებული მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას ანუ სახელმწიფოს მიერ საკუთრების ანაზღაურებით, ძალადობრივ ჩამორთმევას დაექვემდებარება.