საავტომობილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. თუმცა, დეპარტამენტის მიერ რამდენიმე მოქალაქესთან შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.კერძოდ, საუბარია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა საქარაში გიორგი ნებიერიძის, ვერა,ნანა და შოთა ნებიერიძეების თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და უჩა ნებიერიძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას ანუ სახელმწიფოს მიერ საკუთრების ანაზღაურებით, ძალადობრივ ჩამორთმევას დაექვემდებარება.