"მე ვიცი მორჩილება, მე ვემორჩილები ვლადიმერ პუტინს!" - ყველაფერი, რაც რამზან კადიროვის საჯარო, თუ ოჯახური ცხოვრების შესახებ ვიცით
რუსეთის ფედერაციის თვითაღიარებული მცველი, თავისუფლებისმოყვარე კავკასიის ჭექა-ქუხილი და კრემლის ერთგული ძაღლი - რამზან ახმატოვიჩ კადიროვი. თავისი გმირული კომიკურობით მან უკვე აჯობა სხვა ვარსკვლავ-პოლიტიკოსებს, რომლებიც რეიტინგსა და დიდებას სხვადასხვა ექსტრავაგანტული საქციელებით იხვეჭდნენ. 10 წელზე მეტია, რაც ის ჩეჩნეთის რესპუბლიკის მმართველია, უამრავი ლეგალური თუ არალეგალური საქმიანობით, რომელთა უმეტესობაც ფსევდოტრადიციული ფასეულობებითა და კომიკური ვაიპატრიოტიზმითა ღრმად, ღრმად გაჯერებული.
კადიროვი - მე ვიცი მორჩილება. მე მთელი ცხოვრება ვემორჩილებოდი მამას. მე ვემორჩილები კანონს. მე ვემორჩილები ვლადიმერ პუტინს.
რამზანი პუტინის ერთგულებაზე რეგულარულად საუბრობს ფედერალურ ტელეარხებთან. შიდა მომხმარებლებისთვის, ანუ - მაცხოვრებლებისთვის, ჩეჩნურ ტელევიზიებში უყვართ საუბარი მორალსა და სულიერებაზე. პარადოქსია და, რეგიონის ყველაზე დიდი ნარკომოვაჭრე, მომხმარებლებთან საუბრობს, როგორც ყურანსა და მის ფილოსოფიაზე ასევე მშობლების პატივისცემასა და მათ სიყვარულზე. ამასთანავე სარეკორდოდ გაიზარდა კადიროვის ანტინარკომანული შეკრებები 2016 წელს.
თავისი ოჯახური ცხოვრებით ჩეჩნეთის ლიდერი კმაყოფილია. მას - ათი ბიოლოგიურად თავისი და ორიც აყვანილი შვილი ჰყავს. ცოლი მედნი მუსაევაა, რომელიც რამზანთან ერთად სოფელში გაიზარდა და ისინი ერთმანეთს სკოლის ასაკიდანვე იცნობენ. მიუხედავად რუსული მედიის ჭორებისა, რამზანის რომანზე ტელეწამყვან თინა კანდელაკთან, ან თუნდაც ლეზგინკის სიყვარული უცხო ქალების გარემოცვაში - არანაირი ზუსტი ფაქტი, კადიროვის ასეთი ‘’გულაობის’’ არ არსებობს.