კიდევ რას არ უნდა შეიცავდეს ბავშვის მოვლის საშუალებები და როგორი უნდა იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია, ერთერთი იტალიური კოსმეტიკური საშუალებების წარმომადგენლობას ვკითხეთ. გარდა ლაურილ სულფატისა და მინერალური ზეთისა, კოსმეტიკური საშუალებები არ უნდა შეიცავდეს პარაბენს, რომელიც ბოლო კვლევების თანახმად წარმოადგენს კანცეროგენს და ნაპოვნია სიმსივნურ უჯრედებში, ამიტომ კოსმეტიკური საშუალებების შეფუთვას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნიშანი (paraben free). ასევე კოსმეტიკური საშუალებების შერჩევისას აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ მის შემადგენლობას, პირველ რიგში რაც უფრო ნაკლებ კომპონენტებს შეიცავს ის, მით უფრო ხარისხიანია ის, ვინაიდან ალერგიული რეაქციის გამოვლინების რისკი ნაკლებია, მითუმეტეს როდესაც ვარჩევთ მოვლის საშუალებებს ატოპიური და ალერგიული კანისთვის, ასევე მშრალი და ატოპიური კანის მოვლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კომპონენტია ე ვიტამინი, ვინაიდან მას აქვს მაღალი ანტიოქსიდანტური, რეგენერაციის მასტიმულირებელი და დამატენიანებელი თვისებები.