დეკანოზ გიორგი მამალაძის მამამ ავთო მამალაძემ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ოჯახს გიორგი მამალაძის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის არ სჯერა. დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული. ის ე.წ. მატროსოვის ციხიდან გვიან ღამით ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, გუშინ მისმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძეს უკვე მეოთხე დღეა აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და პერიოდულად აქვს წნევის პრობლემა. დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული.
იხილეთ: როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის დეტალური დიაგნოზი