2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 968 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში 11.5%-ით გაიზარდა ექსპორტი და მილიარდ 775 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 4.9%-ით შემცირდა და 4 მილიარდ 192 მილიონ 900 ათასი დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით, სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს ყიდის, რომლის ექსპორტმაც იანვარ-ივნისში 306 მილიონ 597 ათას 300 დოლარი შეადგინა; მას მოსდევს მსუბუქი ავტომობილები - 260 მილიონ 501 ათასი დოლარით; მე-3 ადგილზე კი ფეროშენადნობებია - 179 მილიონ 171 ათას 600 დოლარით; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს დაფასოებული მედიკამენტები და ყურძნის ნატურალური ღვინოები ინაწილებენ, შესაბამისად, 105 მილიონ 638 ათას 800 და 97 მილიონ 204 ათას 100 დოლარით.
რაც შეეხება, ტოპ-5 საიმპორტო პროდუქტს, ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდულობთ, ნავთობს და ნავთობპროდუქტებს, რომლის იმპორტმაც მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში - 341 მილიონ 176 ათას 800 დოლარი შეადგინა; მე-2 ადგილზეა - მსუბუქი ავტომობილები - 308 მილიონ 790 ათას 600 დოლარით; ხოლო მესამე ადგილს - 266 მილიონ 839 ათას 100 დოლარით სპილენძის მადნები იკავებს; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი დაფასოებული მედიკამენტები და ნავთობის აირები ინაწილებენ, რომელთა იმპორტმაც საანგარიშო პერიოდში შესაბამისად, 181 მილიონ 479 ათას 400 და 178 მილიონ 683 ათას 500 დოლარი შეადგინა.