ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის, თურქეთი კვლავ ლიდერია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იავარ-მარტში, საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 402 მილიონ 200 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა.
ამასთან, 2020 წლის სამ თვეში, გასული წლის ანალოგიოურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტი 5,8 %-ით შემცირდა, ხოლო თურქეთიდან იმპორტი 8,7%-ით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან თურქეთში ექსპორტზე 53 მილიონ 900 ათასი დოლარის პროდუქტი გავიდა.
რაც შეეხება იმპორტს, 2020 წლის 3 თვეში თუქეთიდან საქართველოში 348 მილიონ 300 ათასი დოლარის პროდუქტი შემოვიდა.
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული პროდუქტების ტოპ ხუთეულში ლიდერობს - ტრიკოტაჟის ნაწარმი - 11 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარით; მას მოსდევს ფეროშენადნობები, რომლის ექსპორტმაც - 9 მილიონ 900 ათასი დოლარი შეადგინა; მე-3 ადგილზეა - ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების ფქვილი და გრანულები - 4 მილიონ 500 ათასი დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი მამაკაცის ან ბიჭის ნაქსოვი/ტრიკოტაჟის კოსტუმები და ნახშირბადიანი ფოლადისგან დამზადებული ნახევარფაბრიკატები იკავებენ, რომელთა ექსპორტმაც შესაბამისად, 4 მილიონ 200 ათასი და 3 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა.