სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2019 წლის განმავლობაში ოჯახების საშუალო ყოველთვიურ დანახარჯები 44 ლარით გაიზარდა და მან 1146 ლარი შეადგინა. ხოლო ერთ სულ მოსახლეზე დანახარჯებმა 327 ლარი შეადგინა
საქსტატის მონაცემებით შინამეურნეობების ხარჯების უდიდესი ნაწილი სურსათზე მოდის, უფრო კონკრეტულად სასურსათო ხარჯებს მთლიანი ხარჯების 37.8% უკავია. შემდეგ მოდის საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე და სხვა სათბობზე გაწეული ხარჯები 12.9 პროცენტით, ტრანსპორტის ხარჯები 12%, ჯანმრთელობის დაცვა 11.8 %, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელებზე გაწეული ხაჯრების წილი 4.2% , საოჯახო მოხმარების საქონელზე 3.6%, განათლებაზე 2.8% ხოლო სხვა დანარჩენ ხარჯებზე შეინამეურნეობების ხარჯების 15% მოდის.