მორიგი უმძიმესი ბრალდება და სანქცირებულ პირთა სიაში ქართული სახელი და გვარების მოხვედრის შესაძლებლობა. რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ მსჯელობას იწყებენ საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების დასანქცირებაზე. რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი ფიქრობს, რომ საქართველოში აუცილებლად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც პუტინის ომს მხარს უჭერენ. საკითხს უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრშიც.