22:48
3 ივნისი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
რატომ არ აქცევენ ყურადღებას დედები საკუთარ გარეგნობას შვილის გაჩენის შემდეგ? - ნახეთ რა აღიარეს მათ
28-02-2019

ბრიტანეთში საკმაოდ მასშტაბური გამოკითხვა ჩატარდა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ბრიტანელი დედების უდიდესი ნაწილი ბავშვის დაბადების შემდეგ კარგა ხანს არ აქცევს ყურადღებას საკუთარ გარეგნობას.

ყოველმა მესამე დედამ აღიარა, რომ სარკეშიც იშვიათად იხედება ბავშვის გაჩენის შემდეგ ან საერთოდ არ იხედება. გამოკითხულთა 87%-ის თქმით, იძულებული გახდნენ უარი ეთქვათ მაღალ ქუსლებზე და სამკაულებზე. 28%-მა დაიჩივლა, რომ მშობიარობის შემდეგ გაუქრა მაკიაჟის, ვარცხნილობის გაკეთების და შოპინგის სურვილი.

გარკვეული ტიპის სამოსი:  წელვადი ქსოვილები, ელვაშესაკრავები, ღილები,სინთეტიკური ქსოვილები ახალბედა დედების დიდ გაღიზიანებას იწვევს. გაგიკვირდებათ და დედების დიდმა ნაწილმა აღიარა, რომ თავიანთი ქალიშვილების ხშირად შურთ, რადგან საბავშვო გარდერობი გაცილებით მრავალფეროვანი და მოდურია, ვიდრე მათი საკუთარი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები