ბავშვთა სამყაროში ხანძრის შედეგად ფინანსურად 1000-ზე მეტი მოვაჭრე დაზარალდა. პროდუქცია დაზღვეული არც ერთ მათგანს არ ჰქონდა. მოვაჭრეები დახმარებისთვის მთავრობას მიმართავენ. თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა შეღავათების დაწესებაზე საუბრობენ, თუმცა ამასთანავე აქცენტს სავაჭრო ცენტრების სავალდებულო დაზღვევის აუცილებლობაზე აკეთებენ. რეგულარული ჩარევის საჭიროებებზე საქართველოს სადაზღვეო ასოციაციის თავმჯდომარეც მიუთითებს. დევი ხეჩინაშვილის თქმით, რისკებისგან თავის დაცვა ბიზნესსექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს.